კატეგორიის არქივი: კომენტარი

“იანუკოვიჩმა ამაზე ინანა”. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასკვნები

ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქალაქ ბრიუსელში ინიციატივის ათი წლისთავის აღსანიშნავად. რია ნოვოსტი-ს ჟურნალისტი, გალია იბრაგიმოვა ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით აჯამებს მიღწევებსა და წარუმატებლობებს.

იხილეთ სტატია რუსულ ენაზე აქ.

“ერთად ჩვენ მეტი შეგვიძლია” – რა გზავნილები ჩაიტადა ზურაბიშვილმა სომხეთში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულებულია. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩაიტანა ერევანში. ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულძე ფიქრობს, საქართველოს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამხრეთ კავკასიური საგარეო პოლიტიკა.

წაიკითხეთ მეტი ამ ბმულზე.

არჩილ სიხარულიძე: აზერბაიჯანი უზრუნველყოფს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას

სალომე ზურაბიშვილი ეწვია ბაქოს ოფიციალური შეხვედრებით. ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საქართველოს ენერგო უსაფრთხოება და აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანესი როლი.

დამატებით იხილეთ რუსულად აქ.

არჩილ სიხარულიძე: პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას

სალომე ზურაბიშვილი ეწვია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს, სადაც შეხვდა მაღალი თანამდებობის პირებს. ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

იხილეთ სრული ვერსია რუსულად აქ.

სიხარულიძე: ქართული ოცნება არ დაიშლება

ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი ქართული ოცნება დატოვა. ბევრის აზრით, ეს არის პარტიის დაშლის დასაწყისი. თუმცა, ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

წაიკითხეთ მეტი რუსულად აქ.

პოლიტოლოგი ეკა ბესელიას მომავლის შესახებ

ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი ქართული ოცნება დატოვა. რას მოიმოქმედებს ის? რა არის მისი პოლიტიკური მომავალი?

წაიკითხეთ დაწვრილებით რუსულად აქ.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ძირითადი ტენდენციები და საქართველო

2009 წელს მიღებული სტრატეგიის (რომელიც 2020 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, 2015 წელს გადახედვის უფლებით) ჩანაცვლებით პუტინმა აჩვენა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კრემლისადმი დამოკიდებულებაც. ახალ სტრატეგიაში ნათლად ჩანს სახელმწიფო ინტერესების უპირატესობა სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციის პროცესებთან შედარებით, რომელთა შესახებაც უფრო მეტად იყო გამახვილებული ყურადღება მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიღებულ დოკუმენტში.

ახალ კონცეფციაში მეტი ყურადღება ეთმობა საგარეო ამოცანებს. რუსეთი კვლავაც მზადაა ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ხაზგასმულია, აშშ-სა და ნატო-ს  ნეგატიური როლი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მაგალითად, ცალკე პარაგრაფად არის გამოყოფილი უკრაინისა და ე.წ. არაბული გაზაფხულის შემთხვევები, როგორც ზემოთ ხსენებული ძალების მიერ გაჩაღებული ცხელი წერტილები. აღსანიშნავია ისიც, რომ სირიაში მოქმედ ანტი-ტერორისტულ ბლოკთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი არაა.

გამოკვეთილია რეგიონული ურთიერთობების დამყარებისა და გაფართოების მნიშვნელობაც. ამ ნაწილში პირველად არის ღიად მოხსენიებული საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. წინა კონცეფციისგან განსხვავებით, რუსეთმა გადამწყვეტი როლი არ მიანიჭა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციაში რუსეთის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა ის, რაც რეალობაში ხდება. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი დაბრუნდა როგორც გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და მის გარეშე მშვიდობის დამყარება რთულდება. რუსეთი და დასავლეთი (განსაკუთრებით, აშშ და ნატო) ღია დაპირისპირების ფორმატში იმყოფებიან. ნატო-ს ნებისმიერი სახით გაფართოება კი არის და იქნება აღქმული, როგორც ღია აგრესია რუსეთის წინააღმდეგ.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს კონცეფცია? – განსაკუთრებულ არაფერს! იგი უბრალოდ რეალობის ოფიციალურ საბუთში ასახვაა; მაგრამ ამით ის მოცემულობა, რომელშიც მსოფლიოს და საქართველოს უწევთ მოქმედება არ შეცვლილა და არც შეიცვლება.

კომენტარის ორიგინალური გამოქვეყნებული იყო კავკასიური სახლის მიერ. იგი ხელმისაწვდომია აქ.